ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ლინა ღვინიანიძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ტყიბულის შახტაში 4 მუშა სიმაღლიდან გადავარდა.
ამის შესახებ ღვინიანიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სხვა მუშების თქმით, სავარაუდოდ ტექნიკა, რომელზეც იდგნენ, წყობრიდან გამოვიდა. მუშებს ეძებენ. სხვა არაფერი ვიცით“, _ წერს ღვინიანიძე.
“გურია ნიუსი” დეტალების დაზუსტებისთანავე უახლეს ინფორმაციას შემოგთავაზებთ.