დაახლოებით 2 საათის წინ, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში უბედური შემთხვევა მოხდა. 4 მუშა სიმაღლიდან გადავარდა და მათ ამ დრომდე ეძებენ.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია. მუშების სიმაღლიდან ვარდნა იმ ბადირის გაწყვეტამ გამოიწვია, რაზეც ნახშირის ამოსაღები ტექნიკა იყო დამაგრებული.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ლინა ღვინიანიძის ინფორმაციით, მუშები დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლიდან გადაცვივდნენ.