პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი ადამიანი.
ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აუდიტორია 115 და რკინიგზის პროფკავშირები არიან.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კომპანიას, თუმცა პრევენციული ზომები და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.
მათი თქმით, თუ არ შეიქმნა ეფექტური შრომითი ინსპექცია ისინი პერმანენტულ აქციებს განაგრძობენ.