საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სამი პირის დაკავებას შსს ადასტურებს. როგორც „გურია ნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალთალდარღვებათა კოდექსის ორი _ 166 და 173 მუხლით ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მათი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.