საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას, სადაც ფეიერვერკები ინახებოდა 14 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქება მექსიკის შტატ პუებლაში მოხდა, სადაც მომავალ კვირას გასამართი ფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში ფეიერვერკების შენახვის სპეციალური კანონი არსებობს, მსგავსი უბედური შემთხვევების თავიდან აცილება ძნელია.
როგორც ცნობილია, დეკემბერში მექსიკის დედაქალაქთან ფეიერვერკების მაღაზიის აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით დაშავდა.