პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალციხეში, საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე ტყიბულში დაღუპული ოთხი მეშახტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„მინდა დღევანდელი შეხვედრა სამძიმრით დავიწყო. გუშინ ტყიბულში ოთხი მეშახტე დაიღუპა და მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას”, _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,