NATO განიხილავს ავღანეთში რამდენიმე ათასი სამხედროს გაგზავნისა და მისიის მასშტაბის შესახებ და გადაწყვეტილებას კვირეების განმავლობაში მიიღებს. აღნიშნული განცხადება REUTERS -ის ინფორმაციით,ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
„ჩვენ ახლა ვმსჯელობთ. მივიღებთ გადაწყვეტილებებს მისიის მასშტაბის შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ავღანეთში საბრძოლო ოპერაციის დაბრუნებას,“_განაცხადა სტოლტენბერგმა.