ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა და უწყების თანამშრომლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
“სამწუხაროდ, დღევანდელი დღის გმირების რიცხვი უფრო მცირეა, ვიდრე მათი, ვინც აქ, ვაკის პარკში მოსალოცად მოვიდა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ყოველი ჩვენგანისგან სითბოს, დაფასებას და ყურადღებას მოელიან, მათი თავგანწირვის და თავდადების შედეგია უდიდესი ბოროტების ფაშიზმის დამარცხება, ქედს ვიხრით მათ წინაშე…” _ განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ. (R)