თუ შეუძლოდ ხართ, ნუ იჩქარებთ აბების მიღებას. გუნება-განწყობილებას გაგიუმჯობესებთ და აგაცილებთ ბევრ დაავადებას ფიტოთერაპია:
როზმარინს აქვს ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელების პროცესს, ტონუსს მატებს, ამაგრებს ორგანიზმს, როზმარინს აქვს ანტიოქსიდანტური თვისება, ხელს უშლის დაბერების პროცესს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს.
კლინიკურად დამტკიცებულია, რომ მიწავაშლა ხელს უწყობს წონის დაკლებას. ის შეიცავს 17%-მდე ნახშირწყალ ინსულინს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ფრუქტოზად. თუ 3-4 თვე შაქრის ნაცვლად გამოიყენებთ მიწავაშლას სიროფს, წონაში საგრძნობლად დაიკლებთ.
კრაზანას აქვს არა მარტო ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება, არამედ გუნება-განწყობილების გაუმჯობესების უნარიც, შველის დეპრესიასა და შიშის გრძნობას. დამტკიცებულია, რომ კატაბალახას ფესვები და წვენი არა მარტო ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხსნის გონებრივ დაძაბულობას, თავის ტკივილს, არამედ აქვს შარმდენი თვისებაც.