გლობალური კიბერუსაფრთხოების ფირმა Symantec-ის ექსპერტების აღმოჩენით, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჰაკერული თავდასხმა ჩრდილოეთ კორეასთან არის კავშირში.აღნიშნულ ინფორმაციას USA TODAY ავრცელებს.
Symantec ასევე აღნიშნავს, რომ Google-ის მკვლევარმა გამოაცხადა იდენტური კოდი, რომელიც გამოიყენება როგორც ransomware-ში ასევე Lazarus Group-ის მიერ, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ჰაკერულ დაჯგუფებასთან არის კავშირში.
კასპერსკის ლაბორატორიის ცნობით, Lazarus Group 2011 წლის შემდეგ მსგავს თავდასხმებს აქტიურად ახორციელებს.
როგორც ცნობილია, 2014 წელს Sony-ზე მომხდარი თავდასხმაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულა.
„ჩვენ ყველას გვაქვს დროებითი ბმული და გვჭირდება, რომ უფრო მეტი კოდური მსგავსებები ვნახოთ, მეტი სანდოობისთვის,“_ამბობენ მკვლევარები.
Comay Technologies-ის უსაფრთხოების მკვლევარის, მეთიუ სუიჩის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმა პოლიტიკურ არეულობის გაღვივებას ისახავდეს მიზნად.
ამავე თემაზე:
რას ამბობს MICROSOFT 150-ზე მეტ ქვეყანაში მომხდარ კიბერთავდასხმაზე