ამერიკულ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტმა რუსეთს საიდუმლო ინფორმაცია გაანდო აჟიოტაჟი მოყვა.
ტრამპი, მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შემდგარ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„როგორც პრეზიდენტს, რისი უფლებაც მაქვს, რუსეთისთვის, თეთრს სახლში გამართულ შეხვედრაზე, მინდოდა, გამეზიარებინა ინფორმაცია, რაც ეხება ტერორიზმსა და ფრენის უსაფრთხოებას. ადამიანური მიზეზების გამო, რუსეთმა მინდა უფრო მეტი გააკეთოს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ტერორიზმთან ბრძოლაში“,_წერს ტრამპი.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გასულ კვირას შედგა.
ამავე თემაზე:
გაუზიარა თუ არა ტრამპმა რუსეთს საიდუმლო ინფორმაცია