ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის ინიციატივით და საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, გურიის მოსახლეობას საშუალება მიეცა, უფასოდ მიეღო სამედიცინო კონსულტაცია და გაევლო დიაგნოსტიკური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები.
აქცია14 მაისს, შეკვეთილში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკა „დოსტაქარში“ ჩატარდა. სპეციალურად ამ აქციისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მოწვეულმა ექიმებმა მსურველებს გაუწიეს კონსულტაციები და ჩაუტარეს კვლევები კარდიოლოგიის, ონკოლოგიის და მამოლოგიის მიმართულებებით.
გურიის რეგიონიდან შეკვეთილამდე და უკან, აქციის მონაწილეთა უფასო მგზავრობა ნინო წილოსანის ბიურომ უზრუნველყო.
შეკვეთილისკენ ტრანსპორტი გაემგზავრა: ლანჩხუთიდან, სუფსიდან, ძიმითიდან, ჩოხატაურიდან.
დეპუტატის ამ ინიციატივით ამჯერად 150-მა ადამიანმა ისარგებლა.
დეპუტატის ბიურო მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.
„ამ ეტაპზე გამოიკვეთა კონკრეტული მოთხოვნილებები და ასევე, ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რომელთა გათვალისწინებითა და გადაჭრით ჩვენ შევძლებთ, სამომავლოდ ამ აქციებს უფრო მასშტაბური სახე მივცეთ“, _ დასძენს ნინო წილოსანი. (R)