თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ განცხდებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, 16:45 საათზე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება და მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ დღეს 16:15 საათზე ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, საბურთალოს ხაზი დროებით მგზავრებს ვერ ემსახურებოდა.