ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ინფრასტრუქტურული სამუშაობი დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში ქუჩის სავალი ნაწილი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოების განხორციელებისთვის 175 000 ლარია გათვალისწინებული. პროექტის დასრულება ივნისში იგეგმება. ნინოშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება.
გასულ წლებში ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. (R)