დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საფუძველზე, ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ, წინადადებაზე იმსჯელა. საკითხი საკრებულოს რიგგარეშე დღის წესრიგში შევიდა, რომელსაც ხვალ განიხილავენ. საკრებულოს ფრაქციებს კი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აღნიშნული წინადადების განხილვა და რიგგარეშე სხდომაზე მოსაზრებების წარმოდგენა დაევალათ.
ხვალ, 18 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც დამატებით კიდევ ერთ საკითხს განიხილავენ, რომელიც ბიუჯეტში ცვლილების შეტანას ეხება. ცვლილება ეხება გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გახორციელებას, რომელიც 1 520 000 ლარს მოიცავს. აღნიშნული თანხა გამოიყო, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N 824 განკარგულებით: „საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“.