18 მაისს, თბილისში, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შემდეგ ქუჩებს შეეზღუდებათ.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, შატილის, ჟღენტის, გამრეკელის და პიკასოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:30-18:00 საათამდე, ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ ვაკის რაიონში კეკელიძისა და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე, 10:00-16:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნებათ დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
10:00-18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ დიდუბის რაიონში: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მირცხულავას და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე, 10:00-16:00 შეზღუდვა ექნებათ ვანის ქუჩის მაცხოვრებლებს; 11:00-14:00 საათამდე სოფელ დიღომის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს; 12:00-13:00 საათამდე კი ლუბლიანას, ჩაჩავას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები იქნება ჩუღურეთის რაიონშიც. 10:00-16:00 საათამდე, დენის მიწოდება შეუწყდება ჯავახიშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00-18:00 საათამდე, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია არ ექნება კოსტავას (ნაწილობრივ), ღამბაშიძის, ქუჩიშვილის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, 10:00-17:00 საათამდე, ელექტროენერგია არ ექნებათ ახალციხის, ლენტეხის, მამარდაშვილის, იაროსლავის, ბენაშვილის და ოსიაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00-18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ გორგასლის, ნიშნიანიძის, პუშკინის, კოტე აფხაზის, დიუმას, დადიანის, ყავლაშვილის, ცინცაძის, ვერცხლის და ოქრომჭედლების ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00-16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სამგორის რაიონში: ორხევის დასახლების, ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე, 11:00-13:00 საათამდე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო შეზღდუვები ექნებათ აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და რკინიგზის ჩიხის მაცხოვრებლებს.
რაც შეეხება ისნის რაიონს. 10:00-18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება: კაკაბეთის, მესხეთის, ყარყარაშვილის, კვალის, ტოლენჯის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:30-18:00 საათამდე, ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხებათ გლდანის რაიონში: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.