20-21 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ , რეგიონული მედიაასოციაციის ინიციატივით, ჩატარდა სემინარი, რომელშიც რეგიონული მედიასაშუალებების 25 ჟურნალისტი მონაწილეობდა. სემინარი მიეძღვნა აგროჟურნალისტიკის განვითარებას საქართველოში და ამ მიმართულებით მედიისა და ჟურნალისტთა განათლების და ინფორმირების ხელშეწყობას.
აგროჟურნალისტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და სემინარის მონაწილეებს სასწავლო ვიზიტის გამოცდილებები გაუზიარა „კახეთის ხმის“ რედაქტორმა, მაია მამულაშვილმა.
ასევე, სემინარის მუშაობაში საინტერესოდ ჩაერთნენ მხარდამჭერი კომპანია „კარტლისის“ და პროექტ „მოლი კახეთის“ მედია კოორდინატორები.
რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯის „აისის“ წარმომადგენელთა პროფესიონალიზმს, მაღალი ხარისხის პროფესიულ-საგანნანათლებლო პროგრამას, რომლის მიხედვით გახორციელებულ პორექტებს ადგილზე გაეცნენ და და ყველაზე მთავარს _ დუალური განათლების მოდელს, როცა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება უკვე ევროპულ სტანდარტს პასუხობს, ჟურნალისტებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
მოეწყო კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაწყვეტილი შეხვედრა, სადაც ჟურნალისტებმა ძირითადად ისაუბრეს თემებზე _ ვინ არის აგროჟურნალისტი, რა არის მნიშვნელოვანი აგროჟურნალისტიკაში. გამოიკვეთა აგროჟურნალისტის როლი _ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ფერმერს დროული სტატიებით. ძირითადი თემებია: ნიადაგის მომზადება თავისი კომპონენტებით. ცხოველთა ჯანმრთელობა, რომელიც მოიცავს ჰიგიენას, ჯიშს, რძისა და ხორცის პროდუქტების უვნებლობას და უმნიშვნელოვანესი _ ფინანსების ხელმისაწვდომობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფერმერს კრედიტთან ხელმისაწვდომობა ჰქონდეს.
საბოლოოდ, ჟურნალისტები შეთანხმდნენ, რომ აგროჟურნალისტიკის განვითარება დიდ ჩართულობას საჭიროებს. აუცილებელია, ფერმერებსა და სამინისტროებს შეხვდნენ ერთად, შეიქმნას აგროჟურნალისტთა ასოციაცია აგროჟურნალისტის განვითარებისა და თანამშრომლობის მიზნით.
გამოითქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება აგროჟურნალისტიკაში ჩატარდეს მედიაკონკურსები, რაც ერთგვარი სტიმული იქნება ჟურნალისტურ საქმიანობაში.