თურქეთის ქალაქ გერასუნში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი წარმატებით გამოვიდა. აქ წარადგინეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „გიჟები“, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ აღადგინა.
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი ოვაციები და მოწონება დაიმსახურა, ჟიურიმ კი პრიზებით დააჯილდოვა.
თეატრი ოზურგეთში უკვე დაბრუნდა და დღეისთვის საკუთარ ქვეყანაში, სამტრედიაში წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე, დავით კლდიაშვილის ნაწარმოებით „მსხვერპლი“. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია ოთარ კუტალაძე.