ახალი კვლევის თანახმად, მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები უფრო ზარმაცები არიან ვიდრე შედარებით დაბალი IQ-ს მქონეები. ამერიკული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები უფრო იშვიათად იწყენენ და შესაბამისად, მეტ დროს ატარებენ საკუთარ ფიქრებში. სხვები კი, რომლებიც ადვილად იწყენენ, იძულებულები არიან უფრო აქტიური ცხოვრებით დაკავდნენ, რათა არ მოიწყინონ.
ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ შეკრიბეს სტუდენტების ჯგუფი და მისცეს კითხვარი, რომელშიც ეკითხებოდნენ, თუ რამდენად ეთანხმებოდნენ განცხადებებს: „მიყვარს ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს პოულობს“, ან „საჭიროზე მეტს არ ვფიქრობ“. კითხვარის საშუალებით განისაზღვრა ორი ჯგუფი – ვინც ბევრს ფიქრობს და ვინც ბევრს არ ფიქრობს.
შვიდი დღის განმავლობაში ორივე ჯგუფს ეკეთა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მათ მოძრაობას, აქტივობას აფიქსირებდა. კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, რომლებიც მეტს ფიქრობენ, გაცილებით ნაკლებად აქტიურები იყვნენ ფიზიკურად, ვიდრე ისინი, რომლებიც ნაკლებს ფიქრობენ.
მკვლევარების თქმით, მეტ ფიქრს, რომელიც სიზარმაცეს იწვევს, უარყოფითი თვისებებიც აქვს. უპირველეს ყოვლისა ეს ადამიანის ფიზიკური მდგომარეობაა. კვლევა მოუწოდებს ადამიანებს, მიუხედავად მათი IQ-სა, გაზარდონ ზოგიადი ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში.