გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 – 28 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 მაისის საღამოდან 25 მაისამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
მათივე ცნობით, ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება.
“25 მაისს შედარებით გამოიდარებს და 26 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 27 მაისს დღის მეორე ნახევრიდან და 28 მაისს ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი”, _ აცხადებენ უწყებაში.