ინდონეზიის დედაქალაქში პოლიციამ 141 პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მათი დაკავების მიზეზი ერთ-ერთ საუნაში გეი წვეულების მოწყობა გახდა.
პოლიციის განცხადებით, მონაწილეებმა, მათ შორის ბრიტანეთის და სინგაპურის მოქალაქეებმა, წვეულებაზე დასასწრებად 185 000 რუპია გადაიხადეს.
ინდონეზიის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი, აცეჰის პროვინციის გარდა, არალეგალურად ითვლება.
მაუწყებლის ცნობით, თვის დასაწყისში, ინდონეზიის პოლიციამ, გეი წვეულების მოწყობის გამო, ქალაქ სურაბაიაში 14 პირი დააკავა.