ვირჯინიის შტატის (აშშ) მცხოვრებმა კორი ნიუმანმა თავის შეყვარებულს, მარლოუ ეპშტეინს ხელი მეტად ორიგინალურად სთხოვა.
სატრფო გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” კროსვორდების თავგადაკლული ამომხსნელი იყო.
მოხერხებულმა სასიძომ ამ კროსვორდების ავტორს, ბობ კლანს ისეთი კროსვორდი შეუკვეთა, რომლის სწორად ამოხსნის შემთხვევაში ჰორიზონტალურ ორ სტრიქონზე ასე დაიწერა: “მარლოუ ეპშტეინ, ცოლად გამომყვები”?
საზრიანი გოგონაც მაშინვე მიხვდა, ვისთვის უნდა ეთქვა _ “დიახ!”