პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გონაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ლევილის და მცხეთის დაძმობილების მიზნით მემორანდუმი გაფორმდება, მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის. მეტიც, სალომე ზურაბიშვილი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
“ეს წარმოუდგენელი და შემაშფოთებელია. არ შეიძლება, მცხეთის და ლევილის დაძმობილება. ლევილი მიყრუებული სოფელია პარიზთან. მცხეთას სულ სხვა დატვირთვა აქვს. ლევილში ქართული ემიგრაციის ადგილსამყოფელი შემთხვევით დაარსდა, ისტორიის ნაწილი დამკვიდრდა. იქ არცერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა არ მომხდარა, რომელიც საქართველოს ისტორიაში უნდა დარჩეს. ეს მცხეთის მნიშვნელობის დაქვეითება იქნება. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ”, _ ამბობს სალომე ზურაბიშვილი.