დღეიდან, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე) იმოძრავებს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით).
აღმოსავლეთის მიმართულებით კი, მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე).
ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, რეჟიმი გამოწვეულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების სამუშაოების გატარებით, რომელიც გარე განათების ქსელის მოწყობას, ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას და ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას მოიცავს.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.