თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საზოგადოებას “კორცხელის” ინციდენტს შეახსენებს.
“ერთნი დღეს მთელი დღე იდავებენ იმაზე, პირველმა ვინ ვის დაარტყა
მეორენი იმაზე, თუ სასულიერო პირების სექსზეა საუბარი, იქნებ უნდა დახურულიყო კიდეც პროცესი
ხოდა:
– რომ ზუსტად ასეთ საქმეზე გასამართლდა უგულავა (კვლავაც ვფიქრობ სამართლიანად);
– რომ მსგავს საქმეში ფარცხალაძე დაინტერესებული “ბიზნესმენია”, ხოლო მერია – საკრებულო მისი მორჩილი, მიმდევარი, პოლიხრონიო;
– რომ იმის მიუხედავად პირველმა ვინ დაარტყა, ვინ უფრო მკვირცხლია, ან ვის უფრო მაგარი მუშტი აქვს, აუდიტის მოკვლევაა მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ჩხუბის მოტივიც სწორედ ეს იყო;
– რომ პირველი დამრტყმელის ვინაობის დადგენა/დაუდგენლობის მიუხედავად ბატონ ფარცხალაძესთან, სახლში რომ აყო, მაგრამ ფანჯრის მინაში ჩანდა, სტუმრად მყოფი ძალოვნების თემა ინტერესთა კონფლიქტი და მათი გამოძიებულისადმი ნდობის შეუძლებლობაა;
– რომ შსს-ს თუ ვიდეოს, რომელიც უბრალოდ კამერიდან უნდა ამოიღო და ტელევიზიებს მისცე გასაშვებად, 9 დღის შემდეგ გაჩვენებს, უკვე პრობლემაა;
– რომ მერიის საქმეს იკვლევს აუდიტი და სწორედ იმ მერის აუდიტის სამსახურის უფროსად დანიშვნაზე საუბრობს უმრავლესობა, ზუსტად იმ დროს
– რომ, რომ, რომ
P.S. დღეს კორცხალის წლისთავია. გილოცავთ!
P.P.S. მე მაინც ყველაზე მეტად სახეზე ოდნავ რომ მოედო იმ მომენტში მომერია ცრემლი. რა სიყვარული და პატივისცემა იყო ამ სიტყვებში. აბა ბატონი ფარცხალაძის სახელს მუშტი მოხვდაო ხომ არ იტყოდნენ