სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ 2016 წლის რჩეული ქობულეთელის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ქობულეთის თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი „რჩეული ქობულეთელი“ 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს იმ ადამიანთა გამოვლენას, რომლებმაც საკუთარი შრომით, საქმითა თუ ცხოვრებით გარკვეული წვლილი შეიტანა მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების სამსახურში. „რჩეული ქობულეთელი“ საზოგადოების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. პროექტი კულტურისა ცენტრისა და გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ ერთობლივი პოექტია.
1. თემურ გოგმაჩაძე — მეცნიერ-მუშაკი; 2. გუგული ართმელაძე — ბაღის გამგე; 3. გელა აფაქიძე — მეწარმე; 4.შუქრი თურმანიძე — ექიმი; 5. ლალი თევზაძე — პედაგოგი; 6. დუდანა ვერულიძე — ექიმ-ლაბორანტი; 7. იოსებ მეგრელიძე — ინჟინერი; 8. ჯემალ არობელიძე — სპორტსმენი; 9. ლამარა ნაკაიძე — პედაგოგი; 10. ზორბეგ ოქროპირიძე — მომღერალი. (R)