ამ წუთებში ოზურგეთის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გააცნობს ოზურგეთელებს.
შეხვედრას ოზურგეთის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები ესწრებიან. დარბაზში იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.