ტაივანის სასამართლო ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინებას ემხრობა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
„სექსუალური ორიენტაცია არის უცვლელი დამახასიათებელი, გარდა ამისა, ერთნაირი სქესის მქონე 2 ადამიანის დაქორწინება, ისევე როგორც საპირისპირო სქესის მქონე 2 ადამიანის დაქორწინება, კანონიერად აღიარებული იქნება სტაბილური საზოგადოებისთვის, კოლექტიურ საფუძველზე“,_აცხადებს სასამართლო.
როგორც ცნობილია, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი უფლებადამცველები წლების განმავლობაში იმედოვნებდნენ, რომ მათი კამპანია სასამართლოს მხარდაჭერას მოიპოვებდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებას მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიაც ემხრობა.
როგორც ცნობილია, ერთნაირსქესიან წყვილებისთვის ქორწინების ნებართვის მიცემა აზიაში პირველად მოხდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქორწინების კანონში ცვლილებები 2 წლის მანძილზე უნდა შევიდეს.