ალექსანდრ ბურდონსკი, რუსული თეატრის ნიჭიერი დირექტორი, რომლის ბაბუა საბჭოთა კავშირის ლიდერი, იოსებ სტალინი იყო, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ალექსანდრ ბურდონსკს მშობლებმა ალექსანდრ სტალინი დაარქვეს, თუმცა მოგვიანებით, დედის ქალიშვილობის გვარზე საბჭოთა კავშირის დიქტატორთან ასოცირების გამო გადავიდა.
როგორც ცნობილია, ის რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ცენტრალური არმიის თეატრის ხელმძღვანელი იყო.
მაუწყებლის ცნობით, გასულ წელს სტალინის კიდევ ერთი შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ის ბაბუის მემკვიდრეობის ერთგული დამცველი იყო.
მაუწყებლის ცნობით, ალექსანდრ ბურდონსკის მამას, ვასილი სტალინს, საბჭოთა კავშირის ლიდერთან რთული ურთიერთობა ჰქონდა და 40 წლის ასაკში ალკოჰოლისგან გარდაიცვალა.
როგორც 1941 წელს დაბადებულმა ბუნდონსკიმ რუსულ ტელევიზიას უთხრა, საბჭოთა კავშირის დიქტატორი მის გარდაცვალებამდე 1953 წელს მაისსა და ნოემბერში გამართულ აღლუმებზე სტენდებიდან ნახა.
„მე ის მხოლოდ ახლოდან დავინახე… სახელმწიფოში ცრუობდა“,_თქვა ბურდონსკიმ.
როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, ის ბაბუას აღიქვამდა, როგორც შექსპირული ხასიათის მქონეს, გენიალურსა და სიგიჟის ნარევს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ახალგაზრდა მამაკაცი, მწარედ ეწინააღმდეგებოდა მას, ტირანიისა და სისასტიკის მიუხედავად, 20-ე საუკუნის ძალიან ძლიერი ფიგურის სანახავად მოვიდა.
2 წლის წინ თეატრის დირექტორმა განაცხადა, რომ არავის სურს ჰქონდეს ისეთი ბავშვობა, როგორიც მას ჰქონდა, ამის გამო, სახელი შეიცვალა და ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა.
ევგენი ჯუღაშვილი, რომელიც 2016 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, სტალინს საკმაოდ განსხვავებულად აღიქვამდა.
როდესაც რუსულმა დამოუკიდებელმა გაზეთმა სტალინს „სისხლისმღვრელი კანიბალი“ უწოდა, მან ევროპის ადამიანის უფლება დამცველ ორგანიზაციას მიმართა და გაუჩინარდა.