https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“ მზის ამოსვლას უნდა დაემსგავსოს!

14:05; 24.05.2017
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან  სოფელ ზოტის  მოსახლეობა 220 კომლს შეადგენს და სულ 3500-მდე სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ. ეს მასშტაბი, დანარჩენი მთიანი ზონის სოფლების მაჩვენებელს, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, ზოტელებს  ლიდერის პოზიციაზე  აყენებს.  სწორედ ასეთმა ბუნებრივმა ყოფითმა  გარემომ შექმნა მოტივაცია მათ შემეცნებაში _  თვალი და ყური მუდამ საძოვრის, პირუტყვის, მიწისა და სათიბების მოვლასა და პატრონობაზე იყოს მობილიზებული, როგორც  მაცოცხლებელ და წარმატების მომტან უპირველეს  საპოვარზე.

ახლა,  როცა არაერთი სამთავრობო წინადადება და იდეა წინა პლანზე წამოიწია , ისინი წამს არ კარგავენ ჩაერთონ თანამედროვე ინოვაციებში,  რათა საკუთარი საქმიანობა სტიქიური, დაუგეგმავი შრომიდან, მოგების მომტან საფეხურზე აიყვანონ.

69 წლის ნევრიზ მიქელაძე, პროფესიით პედაგოგი, ზოტის საჯარო სკოლის მასწავლებელია. სამეზობლოში ის ლიდერი ფერმერია,  ვინც მრავალი წელია,  მიზნამდე მისვლისთვის,  შრომაში წამის დაუკარგავად, მამაპაპური საოჯახო საქმიანობიდან, ნელ-ნელა გადაინაცვლა შრომაში კოოპერაციული წესის დამკვიდრებისკენ.  ამბობს იმასაც, რომ ხალხს თავდაპირველად გაუჭირდა იმის აღქმა, კოოპერატივი არის თუ არა კოლმეურნეობა ან მისი მსგავსი „საზიარო ჯამი“,  საიდანაც ადამიანებს უსიამო მოგონების და განცდის გარდა, არაფერი შემორჩა. სკეპტიციზმს, უკვე არსებულ კოოპერატივებში არსებული გაუგებრობები და საერთაშორისო ორგანზაციების ქართველი თანამშრომლების მიკერძოებული, ხშირად პირად სარგებელზე დამყარებული ქმედებებიც აძლიერებს

 დღეისთვის ნევრიზ მიქელაძეს, სხვა მეზობლებთან ერთად (სულ 20 ოჯახი), კოოპერატივი „ულეველა“  აქვს შექმნილი დასაქართველოს მთავრობის მიერ  წარმოდგენილ ერთიან აგროპროექტს: „მაღალმთიან  რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“, ზედგამოჭრილად ესადაგება დასახული მიზნით _ გახდეს გურიის რეგიონისთვის ბიოპროდუქციის, ხორცისა და  რძის ნაწარმის უპირობო მიმწოდებელი და ასევე გასცდეს ქვეყნის ფარგლებსაც.

ულეველა ის ტერიტორიაა, სადაც ზოტის უნიკალური სათიბებია, სანისლიას მთის აღმოსავლეთით, ჯაჯის ტბასთან ახლოს.

ბატონი ნევრიზის  თქმით, ამ   საუკეთესო საძოვარს, რომელიც სამყურას, მარბუთის და დვარულას სახეობის ბალახისგან შედგება, რძე გასდის და ზოგიერთი ამ ბალახთაგაი, არა თუ პირუტყვის საუკეთესო საკვებია, წინაპართა გადმოცემით, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, რომელსაც მთის მცხოვრებლები დღემდე იყენებენ.

_ სამთავრობო აგროპროექტი ითვალისწინებს გზების შეყვანას საძოვრებზე და სათიბებზე, ქარხნის ტერიტორიაზე.  ასევე, საწარმოს შენობის აგებასა და სრულ ორგანიზებაში თანამონაწილეობას, სადაც იქნება ხორცის მიღების საამქრო და რძის ქარხანა. ეს ორი რგოლი  ერთ  სივრცეში,  ერთმანეთისგან იზოლირებულად განლაგდება. ჩვენ, ორი აზრი არ არის, რომ მოვახერხებთ,  ჩოხატაურისა და ოზურგეთისთვის  ულევად ვაწარმოოთ ხორცი, ყველი, ზოგადად, რძის პროდუქცია, რადგან გვაქვს ბაზა და ტრადიციით ნასაზრდოები  სისხლში გამჯდარი სიყვარული მესაქონლეობისა,  რომელსაც შესაძლოა, საქართველოში ანალოგი ძნელად მოეძებნებოდეს. თუმცა, არსებობს რიგი პრობლემებისა, რომელიც ხან ჩვენი, ხან სხვისი უნებლიე უზუსტობით თუ შეცდომით, შესაძლოა, დამამუხრუჭებელ ფაქტორად იქცეს ამ სასიცოცხლო  პროექტის გახორცილებების გზაზე!  და,  ულეველაც დაილიოს იქნებ! _ ამბობს ნევრიზ მიქელაძე და გვიამბობს, რა გზა გაიარა 2011 წლიდან  დღემდე, _ როცა მთაში პირველი ხმა ავიდა, შრომით საქმიანობაში კოოპერირების წესის დამკვიდრების გზით, გარდაუვალი წარმატების მიღწევის შესაძლებლობაზე.  

ნევრიზ მიქელაძე მოკლედ გვიამბობს იმ გზაზე, რომელიც 2011 წლიდან, ინდმეწარმეობის დაწყებით  გაიარა. მასწავლებელს ყოფილმა მოსწავლეებმა სთხოვეს, ხე-ტყის დამზადებაზე ემუშავათ. გახდა ინდმეწარმე და კიდობანას მთის მხარეს, კანონის ფარგლებში, სამუშაოდ ტყე აიღო.  მასალის დამზადებისას თითოეული ხის ძირას იდგა და ფესვიან-ტოტიანად ამოწმებდა  თითოეულ ძირს.

_ ვერავინ გაბედავდა, საღი ხე მოეჭრა. თუ რაიმე ავტორიტეტი გამაჩნია, ყველაზე მეტი ნდობა სწორედ მაშინ მოვიპოვე, შინ თუ გარეთ. ხე არ არის მთაში, ჩვენს სამოქმედო ზოლში, რომლის ძირში  დაკვირვება არ მომეხდინოს და სანიტარული ჭრის წესით არ დამენომროს.  თითქმის, ყველამ გაითავისა, რომ ხე-ტყეს სიცოცხლესავით გაფრთხილება სჭირდებოდა, მისი და ჩვენი სიცოცხლე აქ უერთმანეთოდ წამებში დასრულდება. ასეთი გაფრთხილების შედეგად,  დღეს უკვე საუკეთესო მასივია წამოსული. ამ საქმიანობის პროცესში,  თანამოაზრეებმა მითხრეს, რომ ულეველას სათიბების ბაზაზე დაგვეწყო თივის დამზადება, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად გაიყიდებოდა. იდეა მეზობელს, არსენ ირემაძეს ეკუთვნოდა, _ ამბობს ბატონი ნევრიზი.

მოითათბირეს და ოთხ თანამოაზრესთან: არსენ ირემაძესთან, გოჩა ქათამაძესან, ზია ჭახაძესთან და შალვა პაქსაძესთან ერთად,  2013 წელს ჩოხატაურში, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. თანადგომით გახარებულები, მალე თბილისში, კოოპერატივების სააგენტოში ჩავიდნენ და სტატუსი მიიღეს.  ჩამოყალიბდნენ იმ აზრზე, რომ აუცილებლად მეცხოველეობისთვის უნდა მიეყოთ ხელი, რის მძლავრი საფუძველიც  არსებული ბაზა და გამოცდილება იყო. 2014 წელს უკვე 49 მეწველი ფური ჰყავდათ.  ამავე პერიოდში, ნევრიზ მიქელაძეს დაუმტკიცდა პროექტი „აწარმოე სართველოში“. თუმცა, მალე ზამთარიც დადგა და პროექტის გახორციელება დროში გაიწელა, რადგან მთაში ასვლა, თითქმის შვიდთვიანი ზამთრის პირობებში, შეუძლებელი იყო.  „ულეველას“ წევრები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და ყველა მიმართულებით ამყარებდნენ კავშირებს,  ოღონდ რომელიმე სახის დახმარება  მიეღოთ. როცა 15 მოტობლოკი  საჩუქრად მიიღეს ( ფინანსური თანამონაწილეობით შეიძინეს, თუმცა ნაჩუქარს ეძახის),  უკვე სოფლის მოსახლეობის უმეტესობას კოოპერაციულ შრომაში ჩაბმის სურვილი გაუჩნდა. მალე „ულეველას“ წევრებს ახალი იდეა გაუჩნდათ რძის ქარხნის გახსნის თაობაზე და რაკი სოფელში სამიათასი სული საქონელი იყო, არ უყოყმანიათ, მაშინდელი პრემიერისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიემართათ. მოუსმინეს და განუმარტეს, რომ სახელმწიფო კოოპერატივებს არ აფინანსებს, თუმცა ინფორმირებაში დაეხმარნენ და მიუთითეს, სად და როგორ ესარგებლათ იაფი კრედიტით.  სწორედ ამ პერიოდში, კოოპერატივების საგენტოდან მონიტორინგის ჯგუფი ჩამოვიდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასიხარულო ამბავი აცნობა ნევრიზსა და მის მეგობარ მთისკაცებს _ რძის ქარხნის დადგმის შესაძლებლობა გექნებათ, ოღონდ 150 სული საქონელი უნდა გყავდეთო. სასწრაფოდ შეადგინეს დოკუმენტაცია, 20 ოჯახი 162 სული პირუტყვის დამადასტურებელი დოკუმენტებით წარსდგა ჯგუფის წინაშე. მოხდა ისე, რომ სწორედ ამ დროს შეახსენეს პროექტ „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რადგან აქ უკვე გამარჯვებული იყო ნევრიზ მიქელაძე. რაკი რძის ქარხნის გადაცემაზე უკვე  სახელმწიფოსგან იყო წინადადება,   პირადად ნევრიზ მიქელაძემ აირჩია სადურგლო საქმიანობისთვის მიეღო 5 ათას ლარიანი დაფინანსება და პარალელურად, სადურგლო საქმიანობასაც შეუდგა.

2016 წელს, ოქტომბერში კი უკვე საბოლოოდ გაფორმდა ხელშეკრულება რძის საწარმოს მიღების თაობაზე.

_ მთაში ავედი და ავაფრიალე დოკუმენტი, ხალხი სიხარულმა აიტანა! თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დოკუმენტაციაში მცირე შეცდომა გაიპარა, სასწრაფოდ მომმართეს და შესწორებული ვარიანტიც გავგზავნე, თუმცა ვადებში ვერ ჩავეტიეთ, ადგილზე ინტერნეტი არ იყო, ვიჩქარე, მაგრამ დასანანად მომიგვიანდა. დავრჩით ასე და კვლავ დაგვაიმედეს, რომ 2017 წელს, კოოპერატივების საგენტოს პროექტი: „რძის შეგროვების და გადსამუშავების საამქრო“, კვლავ გრძელდებაო.  მართლაც, ამ წლის 17 მარტს უკვე გვითხრეს, ინფორმაცია განაახლეთო. სასწრაფოდ ჩავედი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და საქონლის სიით დაწყებული, ყველაფერი წარვადგინე…  და,  ამ დროს  საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა  ერთიანი აგროპროექტი: „მაღალმთიან    რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“, რომლის მიხედვით, გაცილებით მეტი, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით, ისეთი სახის დახმარებაა გათვალისწინებული. და ახლა უკვე თავად გადავერთე ამ პროექტში და კოოპერატივების სააგენტოს შემოთავაზებაზე მადლიერმა, მაგრამ მაინც თავი შევიკავე, რადგან იქ მხოლოდ მე ვიყავი წარდგენილი. ამჯერად ისევ  კოოპერატივ „ულეველას“ სახელით, სადაც უკვე 200 სული საქონელი გვყავს, წარვდექით ახალ აგროპროექტში. ის, რასაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი ერთიანი აგროპროექტი: „მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობს განვითარების კონცეფცია“ ითვალისწინებს, თუ გახორციელება უწერია, მთას ააღორძინებს! „მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“ მზის ამოსვლას უნდა დაემსგავსოს! რომ იცოდეთ, როგორ ველოდებით! ხან ისევ ვშიშობ, ახალი დაბრკოლება ხომ არ გადამეღობება წინ?!  _ გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე არაერთხელ შეგვეხმიანა და თანადგომა გვთხოვა. პედაგოგი და მეურნე, სულისკვეთებით პატრიოტი ნევრიზ მიქელაძე, ზოტში აჭარის მთიანეთიდან გადმობარგების შესახებ გვიამბობს და გვთხოვს, იქნებ, გამონახოთ საშუალება და მოუყევით ჩვენზე ცოტა რამ მთელ საქართველოსო!

მისი ნაამბობი კი, რაც ათეულობით მის მოსწავლეს მისგანვე მრავალჯერ მოუსმენია, ასეთია:

„სოფელი ზოტი, 126 წლის წინ, დაცლილი და მიტოვებული, მთიანი აჭარის სოფელ ღორჯომიდან, 13 ოჯახის გადმოსვლით, კვლავ აღორძინებისკენ წავიდა. ანთაძეები, ირემაძეები, ართმელაძეები, მიქელაძეები, ტუნაძეები…მათ გურულ ნასოფლარს, სადაც თურმე უმეტესად კეკელიძეები ცხოვრობდნენ, სული მოუბრუნეს.   გურიის მოსახლეობა რომ აქ მრავლად ყოფილა, საყდრის გორიც მეტყველებს, რადგან მხოლოდ რამდენიმე ოჯახისთვის არ აშენდებოდა სამლოცველო. ისტორიის და დროის ცვლილებამ თუ უკუღმართ-წაღმართობამ ის მოიტანა, რომ მერე ამ მადლიან მიწაზე ჩვენ მოვედით… ასე მგონია, კეკელიძეთა ნაფუძარზე, განგებამ, გარკვეული მისია დაგვაკისრა! აქ ამოსვლაა საქმე, თორემ წასვლა აღარ მოგინდებათ _ აქაურობა სავსეა ბუნებისგან ბოძებული წყლით, ჰაერით, საძოვრებით, სადაც იშვიათი ყუათიანი მცენარეები ხარობს.მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, გარესამყაროს მოწყვეტილია, ეს დალოცვილი მიწა და ჰაერი, ტყე თუ საძოვარი ყველას აპურებს ისე, რომ ზოტში აზოტოვანი ან რომელიმე სასუქი არ შემოდის. აქ ბიოპროდუქცია დიდი ხანია, იწარმოება, ოღონდ სტიქიურ, დამღლელ,  ბარაქადაკარგულ შრომას ბოლო უნდას მოეღოს და ზოტიდან გადაძახილი სამყაროს უნდა მიწვდეს! მეორედ არ უნდა დაიცალოს ზოტი! აქ დღეისთვის  საფუძვლიანი და საიმედო ბაზა არსებობს საამისოდ და ამჯერად უნდა გაგვიმართლოს, უნდა იქცეს პატარა და ძლიერი ზოტი უძლიერეს ციტადელად, საიდანაც თავქვე დაშვებული გუბაზეულივით წამოვა რძის ნაკადი! ჩვენ ამას შევძლებთ, თუ  ამ შემართებას  შემხვედრი ძალა იმ სისრულით განახორციელებს, რომელიც ჯერჯერობით ქაღალდზე  ასე წერია: „საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ერთიანი აგროპროექტი:  „მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“.  დანარჩენზე ამ დიდი საქმის დასრულების შემდეგ, ერთად ვისაუბროთ და  ერთად გავიხაროთ!

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ხმელთაშუაზღვაში 34 მიგრანტი დაიღუპა

მომავალი წლიდან შოთა რუსთაველის დღედ 15 მაისი დაწესდება

ყველა სიახლე

ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო