საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარ ინციდენტსა და გავრცელებულ ვიდეოკადრებზე გააკეთა კომენტარი.
“რაღაც საშინელი ვიდეოები გავრცელდა. ადამიანები, რომლებსაც ამ ვიდეოს შინაარსი არ აწყობთ, გარკვეულწილად, ცდილობენ, ააგორონ ჭორი. სულაც არ იყო საჭირო პროკურატურის ჩართულობა ამ ვიდეოკადრის გავრცელებაში, რომ ჩვენ გვეხილა ის, რაც ამ კონკრეტულ საქმესთან არის დაკავშირებული. სასამართლოსთვისაც გასათვალისწინებელია ის მტკიცებულებები, თუმცა მე სამართლებრივ შეფასებას მაინც ვერ გავაკეთებ, შეიძლება თუ არა ამ კადრების გამოყენება. გავრცელების წყაროს ძებნაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, უფრო ამ პროცესის შესწავლაა. მე მგონია რომ გამოძიება უნდა წარიმართოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუ საჭირო გახდება პარლამენტიც განიხილავს ამას და შესაბამისი კომისიაც“, _ ამბობს ვოლსკი.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ არ უნდა იყოს აგორებული ეს კამპანია.
“მე ჯერ ვერ დავადანაშაულებ მეორე მხარეს, არსებობს თავისუფალი სასამართლო და დაველოდოთ“.