გუშინ, გვიან ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან სადგურის გავლით, ევკალიპტის ასწლოვანი ხე გადაიტანეს. იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანა, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ გაკეთებული წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო.
ხის ტრანსპორტირება უკვე დასრულებულია და იგი ზღვის სანაპიროზეა ჩატანილი, საიდანაც ბარჟით გურიის მიმართულებით გადაიტანენ.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქობულეთის გამგებლის მოადგილე, მალხაზ რომანაძე აცხადებს, რომ წრიულის ინფრასტრუქტურის აღდგენის ხარჯებს შპს “ანაგი” დაფარავს.
დილიდან მხოლოდ წრიულის ერთი ნაწილის აღდგენაზე მიმდინარეობს მუშაობა.
ajaratv.ge