დღეს, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, საწარმოს დირექტორთან ილია კეკელიძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მდებარე ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა.
ასფალტ-ბეტონის საწარმო მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიხსნება და ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება. საწარმო საათში 80 ტონა ასფალტის წარმოებას შეძლებს. დასაქმდებიან ადგილობრივები. პროექტის ღირებულება 1 00000 ლარს შეადგენს. (R)