საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
პაპუაშვილი საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზად პროცესის გაუმჭვირვალობას ასახელებს. ასევე, შესარჩევი კომისიის შემადგენლობის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების უმრავლესობას წარმოადგენს, არ შეცვლილა.
„გამოსწორებას ადგილი არ ჰქონია. დღემდე არ ვიცით და არ არის რეგლამენტირებული, არ შემოუღიათ არც ინტერესთა კონფლიქტების და არც გასაჩივრების მექანიზმები. მოკლედ, ობიექტურად წარმართვის არც ერთი შანსი არ არის ჩემთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩემი მხრიდან მონაწილეობის მიღება იქნებოდა სრული უაზრობა. 0% იყო შანსი. ხელისუფლების უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან წინასწარ იყო ცნობილი, ჩემდამი დამოკიდებულება გამოეხატათ დაბალ ნიშნებში, რომ შემდეგ ეტაპზე არ გადავიდე. მაგრამ სხვებთან დამოკიდებულება არ ვიცი. მე მაინც იმედს გამოვთქვამ, რომ შესაძლებელია, არ გამოირიცხოს სამართლიან გარემოში ჩატარდეს და სხვა ღირსეულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცეთ წარადგინონ ქვეყანა ღირსეულად სტრასბურგში“, – განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა.