ჭამის შემდეგ დიდხანს ნუ იჯდებით მაგიდასთან. დანაყრებას იგრძნობთ ჭამიდან 20 წუთის ან მცირე ხნით ჰაერზე გასეირნების შემდეგ.
არასოდეს ჭამოთ ფეხზე მდგარმა – ამ დროს ბევრად მეტს შეჭამთ. თავი აარიდეთ ყოველგვარ, განსაკუთრებით, ხანმოკლე დიეტებს, რადგან დიეტის შემდეგ მაინც აღიდგენთ დაკარგულ წონას.
აუცილებლად ისაუზმეთ, რადგან ის ხელს უწყობს ცხიმების წვას.
საუზმეზე აუცილებლად მიირთვით მარცვლეულის: შვრიის, ხორბლისა და ჭვავის ღივი. B ვიტამინი, რომლითაც მდიდარია მარცვლეული, ხელს უშლის შინაგან ორგანოებში ცხიმის დაგროვებასა და ორგანიზმში სითხის შეკავებას.
შვრიის ფანტელი სწრაფად ანაყრებს ორგანიზმს და ეხმარება გახდომაში. მას ნელა ამუშვებს კუჭი და დიდხანს ვერ გრძნობთ შიმშილს.
მაძღრად ჭამის მოყვარულები სამჯერადიდან ხუთჯერად კვებაზე უნდა გადახვიდეთ. როგორც კი შიმშილს იგრძნობთ, ჭამეთ ვაშლი, დალიეთ ერთი ჭიქა მაწონი, კეფირი ან იოგურტი – ისინი აქრობენ შიმშილის გრძნობას. ვაშლის რბილობთან ერთად შეჭამეთ კურკებიც – შეიცავს იოდის დღეღამურ ნორმას.
ყოველთვის უნდა იქონიოთ რამდენიმე ვაშლი, კომბოსტოს ფოთლები, სტაფილო. დაღეჭეთ ნელა და კარგად – მაშინ ჭამის დროს ნაკლებს შეჭამთ.
შეგიძლიათ მიირთვათ ცოტა ყველიანი ან ბოსტნეულიანი მაკარონი.
სალათებს დაამატეთ მცენარეული ზეთი ან ახალი კეფირი.
ხშირად მიირთვით უცხიმო წვნიანი.
ვახშმად, დაძინებამდე 2 საათით ადრე, მიიღეთ ბოსტნეული ხორცთან ერთად.
ყოველდღე, დილაობით, დადექით ღია ფანჯარასთან, ფეხები გადგით მხრების სიგანეზე, ხელები დაიწყვეთ თავზე და 10-ჯერ ძალიან ღრმად ჩაისუნთქეთ.