პარიზში ადამიანის უფლება დამცველები ეიფელის კოშკის წინ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს აპროტესტებენ. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აქტივისტებს აქვთ ბანერი წარწერით „შეწყდეს ჰომოფობია ჩეჩნეთში“ .
როგორც ცნობილია, აქტივისტებს სურთ, რომ ქვეყნის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვერსალის სასახლეში პუტინთან აღნიშნულ თემაზე ისაუბროს.
„ვიმედოვნებთ, პუტინი მზადაა მაკრონის მკაცრი სიტყვები მოისმინოს ჰომოფობიის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც დიდი ხანია უკვე გრძელდება“,_განაცხადა AMNESTY INTERNATIONAL FRANCE-ის ვიცე პრეზიდენტმა.