„ალ-შაბაბმა“ სომალში კაცი ჩაქოლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 44 წლის კაცი მიწაში კისრამდე ჩაფლეს, რის შემდეგაც ქვები ესროლეს.
გავრცელებული ცნობით, კაცს 2 ცოლი ჰყავდა, მაგრამ ბრალი ქალთან განზრახ მრუშობაში ედებოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, „ალ-შაბაბი“ მსგავს სასჯელს სექსუალური დანაშაულის ჩადენის გამო აწესებს.
როგორც ცნობილია, 2014 წელს მოზარდი ბიჭი ჩაქოლეს, რადგან მან ქალი გაძარცვა, ხოლო შემდეგ გააუპატიურა.
2008 წელს კი გოგონა ჩაქოლეს, რომელიც მრუშობაში იყო მსჯავრდებული.