ვინ დაიცავს დღეიდან პატრიარქის უსაფრთხოებას, ჯერჯერობით უცნობია. სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ზურაბ ბუჩუკური საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოსთან გამართული კონსულტაციების შემდეგ დაინიშნება.
“ზურა ბუჩუკური, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ პიროვნულად, გადაყვანილ იქნა სხვა სამსახურში, სხვა თანამდებობაზე. რა გახდა ამის მიზეზი, შეუძლია თვითონ ზურამ გააკეთოს განცხადება და საპატრიარქომ,“-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
კულუარული ინფორმაციით, ზურაბ ბუჩუკური ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას სულიერი შვილია, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.
„ეს რა თქმა უნდა შეიძლება ასევე ყოფილიყო ამ ქალბატონის და ამ გარემოცვის ხელში საგანი უნდობლობის. უფრო მეტიც, ხომ არ არის უფრო ბინძური ჩანაფიქრი. გეგმა რაც გერმანიაში არ განხორციელდა და რისი დაბრალებაც სხვისთვის უნდოდათ და აქ ხომ არ არის და ამ სიბინძურეზე წამსვლელი იცოდნენ, რომ არ იყო ზურაბი და მისი გარემოცვა. შეუძლებელია აქ ეჭვი არ გაგიჩნდეს,“-ამბობს მეუფე პეტრე.
საქართველოს პატრიარქის დაცვის უფროსის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გადაცემა არჩევანის ეთერიდან გახდა ცნობილი.
rustavi2.ge