ქალაქ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ლიტერატურული კომპოზიციით აღინიშნა. სკოლის მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოადგინეს თამარ მეფის ეპოქა და ვრცლად ისაუბრეს „ვეფხისტყაოსანის“ მნიშვნელობაზე.
_ რუსთაველი ჩვენი სიამაყეა. ყველა ქართველის გულში ზის. მოგვეცა საშუალება, რომ წელს აღგვენიშნა შოთა რუსთაველის 850 წელი. ჩვენც გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ღონისძიება, _ გვითხრა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მანოლა ვაშალომიძემ.
„შოთა რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად ჩავერთე. ეს ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ჩვენთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის. “ვეფხისტყაოსანი“ უკვდავი პოემაა და ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი წიგნი, ბიბლიასთან ერთად. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში აღინიშნა შოთა რუსთველის 850 წლის იუბილე, ეს აღიარებაა ჩვენი ქვეყნისთვის“, _ თქვა ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ჩავლეიშვილი.
ღონისძიების დასასრულს, სკოლას სახსოვრად გადაეცა ამავე სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ გადაწერილი “ვეფხისტყაოსანი“.