გუშინ, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“, ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტისა(NDI) და პარლამენტისწევრნინოსწილოსანისბიუროსორგანიზებით საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირზე და ვიზა ლიბერალიზაციაზე ისაუბრეს.
შეხვედრას დეპუტატი წილოსანი, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი და NDI-ს საქართველოს წარმომადგენელი დიანა ჩაჩუა უძღვებოდნენ.
ნინო წილოსანმა ივლიტას ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას იმ სიკეთეებზე ესაუბრა, რაც ვიზა ლიბერალიზაციას და ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება.
ნინო წილოსანს, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუსთვის დრო ვერ გამონახა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა დარბაზშივე დავუსვით. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად თავსებადია ევროპასთან, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ძლიერი თვითმმართველობაა, დეპუტატის ქმედება _ საკრებულოს ფრაქციაზე შესვლა და კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მოთხოვნა.
_ მე გამოვიყენე ჩემი სიტყვის თავისუფლება, _ ასეთი იყო დეპუტატის განმარტება თემაზე, რომელიც მისმა კოლეგებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას უარყოფითად შეაფასეს.
წილოსანს კითხვაზე პასუხის გაცემაში საკრებულოს დეპუტატი ქალბატონები _ მაია პაიჭაძე და მანან მინდაძეს „დაეხმარნენ“.
პაიჭაძემ აღნიშნა, რომ „ეს დემოკრატიული პროცესი იყო“, ხოლო მინდაძემ ჩვენ მოგვიწოდა „არ გვენერვიულა“.
თავად წილოსანმა კი დააზუსტა, რომ მას არავინ დაუვალდებულებია და შედეგიც არ დამდგარა ის, „როგორც ჩვენი თქმის არ იყოს, მას უნდოდა“.
არადა, უნდა აღინიშნოს, რომ ის შედეგი, რაც წილოსანს უნდოდა, მხოლოდ იმის გამო არ დადგა, რომ ჩოხატაურის საკრებულოს მმართველ ფრაქციაში რამდენიმე ადამიანმა „ცენტრისგან“ მიღებული დავალება არ შეასრულა, რომლებსაც ათი დღის შუალედში საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ორჯერ შეუცვალეს. თანაც ისე, რომ ამის მიზეზიც არ აუხსნიათ.
ამავე თემაზე: რა მოჰყვა თვითმმართველობის საქმეებში მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევას
თვითმმართველობის საქმეებში ჩარევა “ვალის გასასტუმრებლად” თუ “უბრალოდ, რეკომენდაცია”?