გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის გარდაცვლილი ტყის მცველის კახაბერ ყურაშვილის ოჯახს ღირსების ორდენი გადასცა. ]
ტყის მცველი მიმდინარე წლის თებერვალში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ბრაკონიერებმა მოკლეს.
კახაბერ ყურაშვილი 2010 -2011 წლებში შიდა ქართლის სატყეო სამსახურის, გორის სატყეო უბნის, ხოლო 2013 წლიდან 2017 წლამდე კასპის სატყეო უბნის ტყის მცველად მუშაობდა.