მალე, შესაძლოა ფეისბუქპოსტებით თანხის გამომუშავება მოხდეს. კომპანიამ მომხმარებლების ნაწილს სპეციალური კითხვარი უკვე შესთავაზა, სადაც მონეტიზაციის რამდენიმე ვარიანტი იყო განხილული. განიხილება დონაცია, ფანების მიერ „ჩაის“ დატოვება, ე.წ. call to action, ბრენდირებული კონტენტი და პოსტების დარეკლამება. კითხვარს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ჩანს, “ფეისბუქი” ისეთი მედია კომპანიების კონკურენტი გახდება, რომლებიც თანხას გამომწერებისგან გამოიმუშავებენ. თუმცა, ეს უდავოდ კარგი სიახლეა გვერდების ადმინებისათვის. ისინი გვერდის მართვასთან ერთად შეძლებენ თანხა გამოიმუშავონ და საკუთარი ბიზნესი განავითარონ.
ტექნიკური ბლოგის GigaOM-ის დამფუძნებელი ომ მალიკი აცხადებს: “ახლა რომ ვიწყებდე საქმეს, საიტს აღარ გავაკეთებდი და ფეისბუქ ფეიჯით დავკმაყოფილდებოდი”. თუმცა, მალიკმა ჯერჯერობით არ იცის, როგორ შეძლებდა ფეიჯზე ფულის გამომუშავებას.
ფეისბუქი ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია.