სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები 26 წლის ჯ.ჭ მართვის მოწმობის გაყალბების მიზნით თანხის თაღლითურად გამოძალვის ბრალდებით დააკავა.
როგორც გვითხრეს, ჯ.ჭ. ახლობლებს, ყალბი მართვის მოწმობის უკრაინაში დამზადებას 300 დოლარის სანაცვლოდ პირდებოდა.
ჩვენი წყაროს თქმით, სუს-მა ჯ.ჭ-ს მეგობარი გოგონა მიუგზავნა, რომელმაც მისთვის ფულის გადაცემის ფაქტი ვიდეოფირზე გადაიღო და ამის საფუძველზე იგი ბენზინგასამართ სადგურზე დააკავეს.
აღნიშნული ფაქტი „გურია ნიუსთან“ საუბრისას სოფელ მაკვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუგზარ კალანდარიშვილმა და გამგებლის წარმომადგენელმა ლევან ნიკოლაიშვილმა დაადასტურა.
კალანდარიშვილის თქმით ჯ.ჭ. გირაოთი გამოუშვეს.