ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრის შენობის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა _ ის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა.
როგორც ადგილზე გვითხრეს, დაზარალებული ეროვნებით აზერბაიჯანელია და აქ ბრიგადასთან ერთად სამუშაოდაა ჩამოსული.
“მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, პაციენტს მარჯვენა ქუსლის ძვლის მოტეხილობა აქვს და უტარდება ოპერაცია. მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აქვს.