კიტრში 95% წყალია, 5% – ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და ნაცარი, აქედან 2-2,5% შაქრები, 0,4-5% კი მინერალური ნივთიერებებია.
კიტრი შეიცავს C, B1, B2 ვიტამინებს და A პროვიტამინს, პექტინებს, მარილებს, მაგნიუმს, რკინას, ალუმინს, სილიციუმს და ეთერზეთებს.
კიტრი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. მასში აღმოჩენილია ვერცხლის მარილებიც.
კიტრი ცნობილია, როგორც სიცხის დამწევი, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება.
აძლიერებს კუჭ-ნაწლავში პერისტალტიკას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ხელს უშლის წონაში მომატებას, კანს უნარჩუნებს ტონუსსა და ელასტიკურობას, კლავს წყურვილს.
ღვიძლისა და თირკმლებით დაავადებულებს ენიშნებათ კიტრით განტვირთვის დღეები. გასტრიტისა და წყლულების გამწვავების დროს რეკომენდებულია თაფლგარეული კიტრის წვენის მიღება: 1ს/კ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. ასევე შეგიძლიათ კიტრს დააყოლოთ თაფლი.
უძველესი დროიდან იყენებენ კიტრს კოსმეტოლოგიაში. ნაოჭების გასასწორებლად სახეზე 10-15 წუთით კიტრის ნაჭრები უნდა დაიდოთ.