“NBA-ს ქართველი ჩემპიონი ჰყავს! ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა თავის გუნდთან ერთად!” _ საქართველოს ისტორიაში პირველ სპორტსმენს, რომელიც პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ჩემპიონი გახდა წარმატებას ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:
“ზაზა ყოველთვის იყო და არის ბრძოლის, თავდადებისა და თავისი ქვეყნისადმი სიყვარულის სიმბოლო, ამიტომ მისი გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოული გულშემატკივრის გამარჯვებაა. ის არის პროფესიონალი, რომელმაც მრავალმილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავის ახალ გუნდთან ერთად გააგრძელა.
ზაზა არის სიმბოლო, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი და გულშემატკივრის სიყვარული არის მთავარი. თავისი კარიერით და საქმიანობით ის შთააგონებს და სტიმულს აძლევს მომავალ თაობებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომ შეუძლებელი არაფერია და მათაც, ერთ დღეს, შესაძლოა, ოცნების გუნდის მაისურში გამოწყობილებს, ჩემპიონის მედალი გადაეცეთ” _ აღნიშნულია კობახიძის მილოცვაში.