წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ გურიაში ისევ პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სავარგულები. პრობლემები შეიქმნა დაბა ჩოხატაურშიც.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით გამგეობის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ამ წუთებში სტიქიის ზონებში იმყოფებიან.
წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც დააზარალა _ გამგებლის, ზაზა ურუშაძის ინფორმაციით ამ წუთებში სპეციალური კომისია სტიქიის ზონაში მუშაობს და დეტალურ ინფორმაციას ცოტა ხანში მოგვაწვდიან.