შეკვეთილში, გასართობ პარკ „ციცინათელას” კიდევ ერთი პარკი _ „საქართველო მინიატურებში”, შეემატა, რომელშიც მინიატურების სახით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები.
„მინიატურების პარკში განთავსებულია 54 ძეგლი, რომელიც გახლავთ ქართული ხუროთმოძღვრების, არქიტექტურისა და კულტურული ძეგლების ზუსტი ასლები. შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, „ქართუ ჯგუფის” მენეჯმენტის სერვისის დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი, პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი და მოწვეული სტუმრები დაესწნენ.
„ციცინათელას“ ახალი პიარ მენეჯერი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე ეკა სალუქვაძე დაინიშნა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის და ასევე მოახლოებულ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამაზ სალუქვაძის შვილია.