ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მარკეტინგის მენეჯერს თეონა ბაღდავაძეს საქველმოქმედო მიზნებისთვის შეგროვებული თახნის მითვისებაში ადანაშაულებს:
“სულ ყველაფერზე მნიშვნელოვანი განცხადება_ ამ წლის იანვარში დამიკავშირდა მარკეტინგის მენეჯერი Tayona Bagdavadze და შემომთავაზა საქართველოში ჩაგვეტარებინა საერთაშორისო საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia. აიღო ყველანაირი ფინანსური და სხვა დანარჩენი პასუხისმგებლობა და მე მთხოვა დახმარება ყველაფრის ორგანიზებაში.
შეგროვებული თანხა მთლიანად უნდა გადმოეცა ჩემთვის და მე ამ ფულით უნდა მეყიდა მიწა, რომელზეც უნდა ამეშენებინა შენობა სოციალურად დაუცველთათვის.
ამ კამპანიის დამთავრებისას _ ანუ ზუსტად ერთი თვის შემდეგ, გუშინდელ დღემდე, მეუბნებოდა, რომ არ არის სრულად ფული ამოღებული ყველა ქსელიდან და ცოტა ხანს დამეცადა.
გუშინ დამიბარა თავისთან, ოფისში, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი და მითხრა, რომ სულ კამპანიიდან შეგროვდა 75000 ლარი. ანუ, სულ გაიყიდა 15000 ცხვირი. ამ 75000 ლარიდან მე გადმომეცა სულ 35000 ლარზე ოდნავ მეტი _ თუ არ ვცდები 300 ლარით, რომელიც ახლაც მე მაქვს. დანარჩენი, როგორც მითხრა არის ჩამოტანის ხარჯები და 10000 ლარი გადასცა ავადმყოფ ბავშვს საოპერაციოდ.
მე ვუყურე, რომ მართლა მთელ საქართველოს წითელი ცხვირი ეკეთა. მარტო მე, ბევრი კომპანია დამიკავშირდა ცხვირების საყიდლად, რომელებიც თეონასთან გადავამისამართე. იყიდებოდა მაისურები, კომპანიები იხდიდნენ სასპონსორო თანხებს და მართლა ათასობით ფული გროვდებოდა.
ეჭვი გამიჩნდა, რომ თეონა ბაღდავაძემ ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას _ ჩემი აზრით მინიმუმ 35000 ლარი. დავადექი დღეს და ვუთხარი, რომ ამ მოპარულ ფულს თუ არ დააბრუნებდა, გავაკეთებდი განცხადებას და საქმეს გადავცემდი საგამოძიებო ჯგუფს. თუ დააბრუნებდა, კაცურად არაფერს ვიტყოდი და სათქმელიც აღარაფერი იქნებოდა, ბოლობოლო იქნებ მართლა გამორჩა სადმე ეს ფული.
ჯერ მითხრა, რომ ამ ფულს ვისესხებ და მოგცემო, მერე ეტყობა ვიღაცა თავისზე ჭკვიანი ნახა და გამოაცხადა _ მართალი ვარ და ქურდი არ ვარო.
ხვალ დავწერ განცხადებას და ხალხის სახელით ვუჩივლებ ამ ადამიანს, რომელზეც ჩემი პირადი აზრი გამაჩნია _ რომ მოიპარა თავისთვის, ხალხის მიერ შეგროვებული ავადმყოფებისთვის, უსახლკაროებისთვის და ობლებისთვის შეგროვებული ფული. ეხლა მეუბნება მაშანტაჟებო, ვითომ ჩემი ფულის დაბრუნებას ვთხოვ.
მე ვამბობ – თუ ძიება დაადგენს, რომ ამ კამპანიიდან 15000 ცხვირი გაიყიდა და მეტი არაფერი შემოსავალი არ ყოფილა, თეონა ბაღდავაძე მართალია, რომ ხალხს 35000 ლარის მეტი არ ეკუთვნოდა ამდენი ათეული ათასიდან და მე ქურდობას ვაბრალებ, ჩემით მოვიკლავ თავს, ან ჩავჯდები სამუდამოდ ციხეში. მაგრამ თუ გაირკვა, რომ იტყუება და ამდენ ხალხს გვადებილებს, პირობას გაძლევთ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება!
სათითაოდ ვიპოვი ყველა ცხვირის მყიდველს, სათითაოდ ვიპოვი ყველა კომპანიას და სათითაოდ დავითვლი ყველა ჩარიცხულ ლარს. მეტი არ მინდა სადმე ლარიანი ვნახო დაკარგული, მთელ ფულს უკან დააბრუნებს და კანონი დასჯის. თუ მე ავტეხე ტყუილად წივილი კიდევ, უფლებას გაძლევთ ფეხებით დამკიდოთ მოედანზე.
ჩემი ამ ფულიდან ერთი ლარი არ ყოფილა, ეს ხალხის შეგროვილია და ქურდობის უფლებას არავის მივცემ! მე ინტერესიც კი არ მაქვს არაფერი, იმის გარდა, რომ დაგპირდით შენობა იქნებათქო და ასეც მოხდება. დედას გეფიცებით ასე მოხდება.
პირველად შევეჩეხე ადამიანს ჩამწერებით, გამომწვევი ლაპარაკით და კიდევ აქეთ შემოტევით, რომ ვაშანტაჟებ. ეს იმისთვის დავწერე, რომ თქვენი ფულია ეს და უნდა იცოდეთ ვის აქვს! ყოველთვის ასე იყო რაც მიცნობთ და ყოველთვის ასე იქნება მომავალშიც. ბოდიში რა, შუბლზე არავის აწერია ვინ ვინ არის და კიდევ კარგი, რომ კანონი არსებობს ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად, _ წერს სინჯიკაშილი.
“გურია ნიუსი” კომენტარისთვის თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა. მას შემდეგ რაც მან ჩვენ სატალეფონო ზარებს არ უპასუხა, სოციალურ ქსელში მივწერეთ. გვიპასუხა, რომ ამ საკითხზე სტატუსი უკვე დადო, თუმცა, მსგავი რამ ვერც მის კედელზე ვიპოვეთ და ვერც ორგანიზაციის გვერდზე. ჩვენ მასთან დაკავშირებას ისევ შევეცადეთ, თუმცა ბაღდავაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
თუ ბაღდავაძე კომენტარის გაკეთებას მოისურვებს, ჩვენ მზად ვარ გამოვაქვეყნოთ