რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ სირიის სამთავრობო ძალებს არ დაარტყას. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსკოვში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მიერ სირიის მთავრობის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ უნდა მოხდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ახალი სანქციები რომელიც რუსეთს შეიძლება დაეკისროს, მოსკოვს საპასუხო ქმედების განხორციელებისკენ უბიძგებს.
რიაბკოვმა ასევე განაცხადა, რომ ის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თომას შანონი ურთიერთობებში არსებული პრობლემების განსახილველად 23 ივნისს სანქტ-პეტერბურგში შეხვდებიან.